0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სიღნაღში სასტუმრო "ნიკალა" თითქმის მთლიანად დაიწვა - შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, სიღნაღში, სასტუმრო-რესტორან "ნიკალას" სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

შეტყობინების მიღებისთანავე, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები გავიდნენ.

ცეცხლი შენობის სასხვენო გადახურვას გაუჩნდა და არსებობდა გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა დროულად მოახერხეს შენობაში მყოფი მოქალაქეების ევაკუაცია და ცეცხლის ლოკალიზება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

ადგილზე მუშაობს 9 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები