0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გასულ წელს საქართველოში აბორტი 86 არასრულწლოვანს გაუკეთდა

2018-2019 წლებში საქართველოში 22 763 აბორტი გაკეთდა. „ინტერპრესნიუსის“ მიერ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან გამოთხოვილ ინფორმაციის მიხედვით, 2018 წელს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის 14 066 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 8 697.

ოფიციალური ინფორმაციით, 2018 წელს აბორტი 86 არასრულწლოვანს გაუკეთდა. ფაქტების ნახევარი თბილისში დაფიქსირდა. 2019 წელს კი 18 წლამდე პირთათვის სამედიცინო დაწესებულებებში აბორტის 38 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველაზე ხშირი შემთხვევა 25-დან 34 წლამდე ასაკის ქალებში ფიქსირდება.

რაც შეეხება რეგიონებს, აბორტის ყველაზე მეტი რაოდენობა (თბილისის შემდეგ) აჭარაში ფიქსირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები