მსოფლიო
მარტვილის ერთ-ერთ საბავშო ბაღში 15 აღსაზრდელი მოიწამლა
2019-09-30 17:38:28
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოწამლულია 15 ბავშვი.
"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,15-მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.
შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას,"-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
კომენტარები