0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მარტვილის ერთ-ერთ საბავშო ბაღში 15 აღსაზრდელი მოიწამლა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა-ბაღში აღსაზრდელებმა ინტოქსიკაცია მიიღეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით,  ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მოწამლულია 15 ბავშვი.

"სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოვიდა შეტყობინება სამეგრელო- ზემო სვანეთის რეგიონში, მარტვილის მუნიციპალიტეტის მე-2 საბავშვო ბაგა- ბაღში აღსაზრდელების ინტოქსიკაციის შესახებ.

 ამ დროისთვის არსებული მონაცემებით,15-მდე ბავშვი გადაყვანილია მარტვილის საავადმყოფოში.

 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ადგილზე იმყოფებიან და ბაგა- ბაღის კვების ბლოკში განახორციელებენ ინსპექტირებას, აგრეთვე აიღებენ ნიმუშებს ლაბორატორიული კვლევისთვის.


შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას,"-ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები