საზოგადოება
ძაბვის ვარდნა და შეფერხება მეტროში
2019-09-30 12:25:30
თბილისის მეტროს პირველ ხაზზე შეფერხება იყო. რამდენიმე მოძრავი შემადგენლობა 14 წუთის განმავლობაში იყო გაჩერებული.
როგორც საქართველოს პირველ არხს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, შეფერხება მარჯანიშვილი-გოცირიძის მონაკვეთზე, 10:56 საათზე მოხდა, მიზეზი კი, ძაბვის ვარდნა გახდა. მათივე ინფორმაციით, ხარვეზი 11:10 საათზე აღმოიფხვრა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე შემადგენლობების მოძრაობა არსებული გრაფიკით მიმდინარეობს.
კომენტარები