0 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

30 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - დიდ ძალისხმევას მოითხოვეს მეგობრებთან ერთად სოციალური ღონისძიების მოწყობა. შეიძლება დახმარებაზე უარი გითხრათ ადამიანმა, რომელიც ადრე მუდმივად გეხმარებოდათ. ზოგიერთმა შეიძლება თქვენი იდეებიც გააპროტესტოს.


კურო - ახალგაცნობილთან გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება და ერთად ბევრ კარგ საქმეს გააკეთებთ; დროს მხიარულად გაატარებთ. მთავარია, დიდი მოთხოვნა არ გქონდეთ და არავის არაფერს დაპირდეთ.

ტყუპი - თუ გარშემო მყოფებთან კონფლიქტური სიტუაცია წარმოიქმნება, ჯერ საკუთარ თავში ეძიეთ დამნაშავე და იფიქრეთ, რა ეტაპზე ხართ თქვენ. მშვიდად მოისმინეთ კრიტიკა. გარდა ამისა, თქვენი ცხოვრება მოსაწყენი იქნებოდა, ყველაფერს რომ დაეთანხმოთ.

კირჩხიბი - კონსერვატიულმა შეხედულებებმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ პროგრესის მიღწევაში. იყავით მზად სიახლეებისთვის და ეცადეთ, ჰარმონია შეინარჩუნოთ საკუთარ თავში.

ლომი - რაც უფრო დაუფიქრებლად იმოქმედებთ, მით მეტ შეცდომას დაუშვებთ. ენერგიული ხართ და გამომგონები. კარგი დღეა ახალი საქმიანი პარტნიორების მოსაძებნად. ეცადეთ, სამსახურში რომანი არავისთან გააბათ.

ქალწული - ემოციური დღე ელით. უამრავი ვალდებულება გექნებათ შესასრულებელი და ყველაფერი უნდა მოასწროთ. სამსახურის საქმეების შემდეგ საღამოს გატარება მშვიდ გარემოში მოგინდებათ.

სასწორი - ნუ გგონიათ, რომ წინ გადაულახავი ბარიერები -0:14აღიმართა. თავადაც გაუმკლავდებით მას და გარშემო უამრავი გამოცდილი და გულისხმიერი ადამიანი გახვევიათ, რომლებიც დაგეხმარებიან.

მორიელი - ახალი საქმისთვის ერუდირებული და ყოველმხრივ მცოდნე ადამიანი გესაჭიროებათ. მასთან თანამშრომლობით ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ და წარმატებასაც მიაღწევთ.

მშვილდოსანი - დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ, დღეს ისეთ საქმეებსაც მარტივად გაართმევთ თავს, რომლებიც ადრე შეუძლებელ-მიუღწეველი გეგონათ.

თხის რქა - დღეს მიხვდებით, რომ დასვენება თქვენც გჭირდებათ. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. გული ერთგულ მეგობარს გადაუშალეთ. საღამო კი მშვიდ გარემოში გაატარეთ. გაიუმჯობესთ ძილის რეჟიმი.

მერწყული - თანამშრომლებთან კონფლიქტი ვის არ მოსვლია? მაგრამ ეს არ გაძლევთ მიზეზს, რომ შეაჩეროთ ახალდაწყებულ პროექტზე მუშაობა. დიპლომატიურად მოაგვარეთ განხეთქილება. მოერიდეთ ჭორებსა და ტყუილებს. წაგების შემთხვევაშიც კი ღირსება უნდა შეინარჩუნთ.

თევზები - ხანდახან არსებობს დღეები, როცა ძალისხმევის მიუხედავად საქმე ადგილიდან არ იძვრის. ასეთ დროს უნდა დაისვენოთ და გაანალიზოთ სიტუაცია. რჩევა ჰკითხეთ ახლობლებს, იმათაც კი, ვის აზრსაც ხშირად არ ეთანხმებით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები