საზოგადოება
"სომეხი რომ არ იყოს, იმ მოდელ გოგონაზე ცხადია არავინ გაამახვილებდა ყურადღებას"
2019-09-29 11:26:40
"სომეხი რომ არ იყოს, იმ მოდელ გოგონაზე ცხადია არავინ გაამახვილებდა ყურადღება" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილიი წერს და აღნიშნავს:
"სომეხი რომ არ იყოს, იმ მოდელ გოგონაზე ცხადია არავინ გაამახვილებდა ყურადღებას. სავსეა ეგ ბიზნესი არასტანდარტული გარეგნობის ხალხით.
ანტისემიტიზმი არ გვქონია, მაგრამ არმენოფობია იცოცხლე - ფული ჰქონდათ ქართველ სომხებს და იმიტომ ალბათ."
შეგახსენებთ, რომ
23 წლის სომეხმა გოგომ მილანის მოდის კვირეულზე, "გუჩის” 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექცია წარადგინა. არმინე არუთიანი მაკიაჟისა და ვარცხნილობის გარეშე, თეთრ ხალათში შემოსილი წარსდგა ჩვენებაზე და სოციალური მედიის ყურადღებაც მიიპყრო.
კომენტარები