მსოფლიო
შეწყალების სკანდალის გამო პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლები პროკურატურაში იკითხებიან
2019-09-27 12:32:18
ჩამოტვირთვა
შეწყალების საქმეზე პროკურატურა მოკვლევას განაგრძობს. საპარლამენტო მდივნის და ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის შემდეგ, ამჯერად პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის 5 თანამშრომელი იკითხება.
საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე ადმინისტრაციის თანამშრომლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ. ასევე უკომენტაროდ დატოვა ერთ-ერთმა მათგანმა პროკურატურა გამოკითხვის შემდეგ. როგორც ცნობილია ამ საქმის ფარგლებში გამოკითხული პირები, გაუთქმელობის პირობას დებენ.
კომენტარები