პოლიტიკა
ფინანსთა მინისტრი ზურაბიშვილზე: "თუ მაგალითად აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი რომელიმე ქვეყანაში არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ თუ ჭერი ავხადოთ?"
2019-09-26 13:57:04
თუ მაგალითად აღმოჩნდა, რომ პრეზიდენტი რომელიმე ქვეყანაში არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ თუ ჭერი ავხადოთ? - ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა კიხთხვას 2019 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები 2.2 მილიონი ლარით იზრდება.
„როგორ არის კითხვა დასმული – რადგან პრეზიდენტთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშნები, ადმინისტრაციული ხარჯები არ უნდა იყოს, ან ადმინისტრაციის შენობასთან, ან პრეზიდენტის ინსტიტუტთან დაკავშირებით. რა კავშირია. მაგალითად, თუ აღმოჩნდა, რომ რომელიმე ქვეყანაში პრეზიდენტი არ იქცევა სწორად, გათბობა უნდა გავუთიშოთ, თუ ჭერი ავხადოთ. ეს არის ჩვეულებრივი, დაგეგმილი ხარჯები. მოხდა ცვლილება, პრეზიდენტი გადმოვიდა ახალ რეზიდენციაში. აქ არის მთელი რიგი, გაუთვალისწინებელი ხარჯები და ხდება პრაქტიკულად ახალი სივრცის და ოფისის მოწყობა. შესაბამისად, თუ სამეურნეო ნაწილში გნებავთ ჩასვლა, სხვა დროის და სხვა პლატფორმის ნაწილია, რა ხარჯი გეჩვენებათ ზედმეტი, რა ნაკლები, მათ შორის ვიზიტებიც“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა" - განაცხადა მაჭავრიანმა.
კომენტარები