მსოფლიო
პრემიერმა ეკონომიკის მინისტრს ტყიბულში მეშახტეების პრობლემების მოსაგვარებლად ჩასვლა დაავალა
2019-09-26 11:22:47
ჩამოტვირთვა
სახელმწიფო კანცელარიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომა იმართება. გიორგი გახარიამ შესავალი სიტყვა ტყიბულის მეშახტეების გაფიცვაზე საუბრით დაიწყო. მან ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, ტყიბულში გაფიცული მეშახტეების პრობლემების გასაცნობად და მოსაგვარებლად ჩასვლა დაავალა.
"რა თქმა უნდა, დღეს საუბარს დავიწყებ ტყიბულში განვითარებული მოვლენებით. ის, რაც დღეს და გუშინ ხდებოდა ტყიბულში, აბსოლუტურად მიუღებელია. თუმცა, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ის პრობლემებია, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ყველა ინვესტორმა და დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ის ვალდებულია, სრულფასოვნად შეასრულოს როგორც თავისი საფინანსო-სახელფასო ვალდებულებები, ასევე, შეუქმნას თითოეულ დასაქმებულს შესაბამისი შრომითი პირობები, რაც, რა თქმა უნდა, გულისხმობს, შრომითი და ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების სრულ დაცვას.
მსგავს შემთხვევებს, ჩვენს ქვეყანაში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, სწორედ ამიტომ, დღესვე, მთავრობის სხდომის დასრულებისთანავე, ეკონომიკის მინისტრი გაემგზავრება ადგილზე და ის გაემგზავრება არა გარემოებების და საქმის გასაცნობად, არამედ პრობლემის მოსაგვარებლად. მინდა ქალბატონ ნათიას ვთხოვო, რომ ის იყოს მაქსიმალურად მომთხოვნი და მკაცრი იმისთვის, რომ ჩვენ დავიცვათ თითოეული ჩვენი მოქალაქის უფლებები,“- განაცხადა პრემიერმა.
კომენტარები