0 4 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება რუსეთის მიერ ე.წ.აფხაზური არმიისთვის ფინანსების გამოყოფაზე

საქართველო მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, რომ სათანადო შეფასება მიეცეს და ასევე, შეჩერდეს რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა.

მან ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ მთავრობისადმი დავალების შესახებ, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფას გულისხმობს.

„ეს ქმედება გახლავთ მორიგი უკანონო ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო სივრცეში ინტეგრირებისა, რაც წარმოადგენს რუსეთის ანექსიური პოლიტიკის გაგრძელებას. აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება რუსეთის ფედერაციისა და საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. შეთანხმებას, რაც თავად საფუძველშივე წარმოადგენს არალეგიტიმურ დოკუმენტს. საერთაშორისო თანამეგობრობა არ ეგუება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და გმობს რუსეთის ფედერაციის მსგავს ნაბიჯებს, რაც დაფიქსირდა კიდეც საერთაშორისო თანამეგობრობის არაერთი რეაგირებით რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მანვე აღნიშნა, რომ საქართველო მიმართავს ყველა საშუალებას, რათა აღნიშნულს სათანადო შეფასება მიეცეს და მსგავსი ქმედებები შეწყდეს.

„საქართველო მიმართავს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას, პარტნიორების ინფორმირებას, საერთაშორისო ტრიბუნების და ფორმატების აქტიურ გამოყენებას, მათ შორის ამჟამად მიმდინარე გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების ფორმატს, სადაც მსოფლიო ლიდერები არიან შეკრებილნი, იმისთვის, რომ სათანადო შეფასება მიეცეს და ასევე, შეჩერდეს რუსეთის მხრიდან მსგავსი ქმედებები“, - აღნიშნა კონსტანტინიდმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები