0 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მკვლელებისა და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვებს, პასუხები გაეცემა - წულუკიანი

მკვლელებისა და ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით კითხვებს, პასუხები გაეცემა - ამის შესახებ განცხადება, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გააკეთა.

„ახლა გამოძიება მიმდინარეობს. ვფიქრობ, ახლა როგორც თქვენ, ასევე მეც უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, რათა იმ კითხვებს, რაც გაჩნდა მკვლელების, ნარკოდანაშაულში მსჯავრდებული პირების შეწყალებასთან დაკავშირებით, გაეცეს პასუხები. ამ კითხვებს პასუხებს გასცემს გამოძიება, შესაბამისად დღეს ამ თემაზე დამატებითი კომენტარი ან ნაადრევი, ან უადგილო იქნებოდა. შეწყალების სიაში არის არა მარტო 109-ე მუხლით მსჯავრდებული სამი მკვლელი, როგორც საზოგადოებამ იცის, არის 260-ე მუხლი, ნარკოდანაშაული, არის ქურდობის, ყაჩაღობის მუხლები და ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ნელ-ნელა უფრო დეტალურად გახდება ცნობილი. ზოგადი ინფორმაცია ამის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა კიდევ ერთი სკანდალური შეწყალების ამბავი. ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებულებიც შეიწყალა, მათ შორის ისეთებიც, ვინც ნარკოტიკების რეალიზების მცდელობისთვის და საქართველოში შემოტანისთვის დააკავეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები