პოლიტიკა
პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის მთავრობას ფინანსების გამოყოფა დაავალა
2019-09-23 12:24:04
ვლადიმერ პუტინმა მთავრობას ოკუპირებული აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციისთვის ფინანსების გამოყოფა დაავალა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტ-პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის თავდაცვისა და საგარეო უწყებებმა მოლაპარაკებები უნდა გამართონ ოკუპირებულ აფხაზეთთან, რის შემდეგაც მოსკოვი შეთანხმებას ხელს მოაწერს.
მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხის ოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები