0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“14 წლის ლუკა თანატოლებს აფრთხილებდა , თუ მას ბოდიშს არ მოუხდიდნენ ის სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებდა და დაამთავრა”

არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული გაძლიერება დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი აკაკი საღინაძე პოსტს აქვეყნებს:

"ძველებურად ჩაგვრა, ისევ ბულინგი – ერთით მეტი მსხვერპლი.
14 წლის ლუკა თანატოლებს აფრთხილებდა , თუ მას ბოდიშს არ მოუხდიდნენ ის სიცოცხლეს სუიციდით დაამთავრებდა და დაამთავრა.
ჯერ არავის გაურკვევია, რატომ ითხოვდა ის ბოდიშს, მისი რა ფასეულობა შეურაცხყვეს ან რა “ნაკლი” წამოუწიეს წინ კლასელებმა, არჩევანი ხომ ბევრი გვაქვს ?! ჩვენთან ძალადობა ზრდასრულებში დიდი ხანია სტანდარტიზდა და ნორმად იქცა, სარკის ეფექტი კი დაგვავიწყდა, ბავშვებზე ჩქარა ვერავინ ისწავლის ჩვენგან აგრესიას და ჩაგვრას, რომელსაც “თავდაცვით” ვფუთავთ და ახალგაზრდებს ბავშვობიდანვე უაზროდ ვტენით, თითქოს ვაძლიერებდეთ.

აქ ვიღაცები იმასაც კი ითხოვდნენ, კლასელებისთვისაც გაგვეკეთებინა თოკით მარყუჟი, სხვა 14 წლის ბავშვებისთვის…
არა და, პრობელმა ზუსტად იმაშია, რომ ყველას ცხოვრებაში გვიდგება რაღაც ეტაპი (სამწუხაროდ ხშირად), როცა გამოსავალი კვლავ ძალადობა გვგონია, ვეძებთ ჩვენზე სუსტს და ვჩაგრავთ.
ხვდებით რამხელა ტრამვაა ეს ფაქტი იმ ბავშვებისთვის?! დარჩა ვინმე გამარჯვებული ?!

განათლების სისტემა ამ დროს სრულიად უფუნქციოა, არ ცნობს უფლებებზე საუბარს, აგრესიისგან გათავისუფლებას და მრავალფეროვნების აღიარებას.

ძალიან რთულია ამ მესიჯების წაკითხვა, მაგრამ წაიკითხეთ, შემდეგ თქვენს შვილებს აუხსენით და უთხარით, რომ ადამიანები ვართ ფაქიზი არსებები და სხვისი ჩაგვრა ჩვენ მხოლოდ გვაზიანებს, გვტკენს და არავის წინ არ აყენებს !

ლუკას კი ბოდიში ქართული საზოგადოებისგან"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები