0 4 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიესალმება სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებას

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გენერალური პროკურატურის მიერ, შეწყალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებას მიესალმება. ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე ერთადერთი სწორი გზა სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა.

"მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა." - აღნიშნულია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები