საზოგადოება
20 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-09-19 23:37:24
ვერძი - აჩქარებით საქმეს გააფუჭებთ. უმჯობესია, კარგად გაერკვეთ ნიუანსებში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
კურო - თუ გრძნობთ, რომ ახლობლებთან და განსაკუთრებით მშობლებთან ურთიერთობა დაგეძაბათ, დღეს უნდა გამოასწოროთ შეცდომა. მათი დახმარებით ბევრს მიაღწევთ.
ტყუპი - სიფრთხილე და ზომიერება გმართებთ ყველაფერში, განსაკუთრებით, საჭესთან. თქვენს ცხოვრებაში პატარ-პატარა სიხარულები მოხდება და დატკბით მომენტებით.
კირჩხიბი - შეიძლება არჩევანის წინაშე აღმოჩნდეთ და დახმარებისთვის მეგობრებს მიმართეთ. საღამო სასიამოვნო გარემოში გაატარეთ.
ლომი - მარტივად გამონახავთ საერთო ენას გარშემო მყოფებთან. მეტი დრო დაუთმეთ სასიამოვნო საქმიანობას. იყავით მეტად მიზანმიმართული. ნუ ეცდებით უსიამოვნებების მოგვარებას ძვირფასი საჩუქრებით. თქვენგან უფრო სერიოზულ ნაბიჯს ელიან.
ქალწული - ურთიერთგამომრიცხავ სიტუაციებში აღმოჩნდებით. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული და მოზომილი. მეტი ყურადღება მიაქციეთ იმ საქმეებს, რომლებმაც ფული და აღიარება უნდა მოგიტანოთ.
სასწორი - უამრავ საინტერესო შემოთავაზებას -0:00მიიღებთ. იყავით მშვიდი და განწყობის მიხედვით აირჩიეთ საქმიანობა. მთავარია, არჩეული გზიდან არ გადაუხვიოთ.
მორიელი - მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების დღე გელით. პირველ რიგში იფიქრეთ საკუთარ ინტერესებზე და რაც მთავარია, აკონტროლეთ ემოციები.
მშვილდოსანი - გარშემო მყოფებთან ურთიერთობის, საზოგადოებრივი და საჭირბორტო საკითხების განხილვის დღეა. საღამო საინტერესო ადამიანთებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა - დღეს ყველას მოხიბლავთ. გარშემო მყოფები აღფრთოვანებული არიან თქვენი მეტყველებით, მანერებით. იმ ადამიანის ყურადღებასაც მიიქცევთ, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია.
მერწყული - მოთმინებით აღიჭურვეთ და თქვენთვის მნიშვნელოვანის საკითხები საჭირო ადამიანთან ერთად განიხილეთ. იყავით გულახდილი და გულწრფელი.
თევზები - დღეს სხვის შეცდომებზე უნდა ისწავლოთ და გამოიტანოთ შესაბამისი დასკვნები. შეიძლება მოსაუბრეთაგან ვიღაცას რაღაც წამოსცდეს და ამით უსიამოვნო სიტუაცია შეიქმნას. ეცადეთ, დიპლომატიურად გაეცალოთ მასაც და გარემოსაც.
კომენტარები