მსოფლიო
"მოქალაქეებს დაახლოებით 22 მილიონი ლარის ჯარიმები გაუუქმდებათ"
2019-09-19 00:22:58
პარლამენტის ვიცე-სპიკერი, თამარ ჩუგოშვილი, სოციალურ ქსელში წერს, რომ დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს დაახლოებით 22 მილიონი ლარის ჯარიმები გაუუქმდებათ:
"დღევანდელ სხდომაზე პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც მოქალაქეებს დაახლოებით 22 მილიონი ლარის ჯარიმები გაუუქმდებათ
2019 წლის 15 იანვრამდე დაკისრებული ჯარიმები გაუუქმდებათ
🔹 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნებს
🔹 სოციალურად დაუცველ ოჯახებს
🔹 პენსიონრებს
🔹 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს
🔹 ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებს
🔹 მარტოხელა მშობლებს
🔹 დევნილებს
‼️ გაუქმებას არ ექვემდებარება 2018 წლის 10 აპრილამდე დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების და დგომა-გაჩერების წესების დარღვევის შედეგად დაკისრებული ჯარიმები"-დაწერა ვიცესპიკერმა ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარები