საზოგადოება
19 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-09-18 23:39:45
ვერძი - გარშემო მყოფები მზრუნველობითა და საჩუქრებით აგავსებენ. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, თვალსაწიერის გასაფართოებლად.
კურო - დღეს საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და ეცადეთ, სწორად გამოიყენოთ. ყური დაუგდეთ გამოცდილი ადამიანები რჩვებს. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
ტყუპი - სანამ საქმეებს არ დაასრულებთ, მათ შესახებ ნურავის მოუყვებით. ნუ აჩქარდებით დასკვნების გამოტანისას. განსაკუთრებით, როცა გრძნობებს ეხება.
კირჩხიბი - დილა ვარჯიშით დაიწყეთ. საქმეები კარგად მიგდით და მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად და მხიარულებისთვის.
ლომი - მნიშვნელოვან გა-0:01დაწყვეტილებებს ახალგაღვიძებული ნუ მიიღებთ. კარგი დღეა საყიდლებისა და ფულის დაბანდებისთვის. ნუ შეგეშინდებათ საკუთარ თავზე ზედმეტი ვალდებულების აღების.
ქალწული - ახალი პროეტების განხილვის და დაწყების დღეა. განსაკუთრებით კარგ შედეგს მოგიტანთ უცხოლებთან კონტაქტი. ყველა საქმეს მარტივდ გაუმკლავდებით და საღამოს გართობისთვისაც მოიცლით.
სასწორი - თუ სიტუაციის შეცვლა არ შეგიძლიათ, კედელს თავით ნუ გაიტანთ. მოვლენების განვითარებას მშვიდად დაელოდეთ.
მორიელი - დღეს უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გააზრებულად. იყავით დაკვირვებული, გასაგებად აუხსენით კოლეგებს თქვენი მოსაზრებები და იდეები.
მშვილდოსანი - გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან და ფინანური მდგომარეობა. ეცადეთ, რამე სასარგებლო საქმე გააკეთოთ საზოგადოებისთვის.
თხის რქა - საქმეებით ისე ხართ დატვირთული, რომ ვერ მეგობრებთან გართობისთვის იცლით და ვეღარც ფლირტისთვის. დღეს გამონაკლისი უნდა დაუშვათ. იმხიარულეთ.
მერწყული - დღეს ახლობლების საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მართალია, დახმარებაზე უარს ვერავის ეტყვით, მაგრამ დასვენებისთვისაც გამონახეთ დრო.
თევზები - განიხილეთ ახალი პროექტები და მშვიდად მოისმინეთ კოლეგების მოსაზრებები. საკუთარი მოსაზრებები თქვეთვის შეინახეთ. ისინი არავის მოახვიოთ თავს. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად.
კომენტარები