მსოფლიო
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა
2019-09-18 13:20:55
ჩამოტვირთვა
მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაძარაძე საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, „მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილი“.
„ლელოს“ წევრები არიან:
1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი.
2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი.
3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი.
4. კახა კოჟორიძე- იურისტი.
5.მედეა მეტრეველი- ფილოლოგი
5.გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი.
6.საბა ბუაძე- სამოქლაქო მოძრაობის წევრი
7 გიგლა მიქაუტაძე- ეკონომისტი.
8. ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია "შეჩერე კორუფციის" ერთ ერთი დამფუძნებელი.
9.ელენე მელიქიშვილი - საგარე პოლიტიკის მკვლევარი.
10. გია მორდეხაშვილი -ბიზნესმენი.
11. დავით გელაშვილი- ეკონომისტი.
12.ბადრი ჯაფარიძე- "თი ბისი" ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
„საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიასთან არაფერ კავშირშია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები თაიმერის პრონციპით იქნებიან არჩეული“, - განაცხადა ხაზარაძემ.
კომენტარები