0 4 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,20 000-მდე ხეა თბილისში მონიშნული, რომლებიც უნდა მოიჭრას"

ყველაზე მეტად რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, ეს მწვანე სივრცეებია, თუმცა სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის არსებული ფიჭვები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაავადებული ფიჭვები მოიჭრას, რათა სხვა მცენარეები არ დაზიანდეს.

„დღეს ყველაზე მეტად რაც ჩვენს ქალაქს სჭირდება, ეს არის ზუსტად მწვანე სივრცეები, თუმცა სერიოზული პრობლემა გვაქვს, ეს არის არსებული ფიჭვები, რომლებიც წლების წინ დაირგო. სერიოზული პრობლემაა. კვლევებია ჩატარებული და ვიცით, რომ ფიჭვებზე გავრცელებულია მავნებელი მწერი და აუცილებელია, განხორციელდეს ამ დაავადებული ფიჭვების ჭრა, იმისათვის, რომ ჯანსაღი მცენარეები არ დააზიანოს და ანალოგიურად სხვებსაც არ გადაედოს ეს პრობლემა. ამისთვის ჭრები გაგრძელდება. დაახლოებით 20 000-მდე ხე არის დედაქალქში მონიშნული, რომლებიც უნდა მოიჭრას. რესპუბლიკურ საავადმყოფოში გვაქვს პრობლემა, მის ეზოში არსებულ ფიჭვებს სერიოზული პრობლემა აქვს და რა თქმა უნდა, იქაც უნდა განხორციელდეს ანალოგიურად ჭრები, თუმცა პარალელურად, ჩვენ აუცილებლად ვრგავთ ახალ ხეებს, ვუვლით და ეს პროცესი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. საკმაოდ სერიოზული პრობლემაა ქალაქში ამ მიმართულებით და წელს 12 000-მდე ხე დაირგვება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები