საზოგადოება
18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-09-17 23:29:35
ვერძი - თანამოაზრეების მოძებნის დღეა. არ გასცეთ დაპირებები, არც საიდუმლოებები. ჰარმონია დაისადგურებს მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისას.
კურო - ოჯახში გატარებული დღე სხვანაირად დაგანახვებთ ნათესავებს. ისინი რთული საკითხების მოგვარებაშიც კი დაგეხმარებიან. ზოგიერთი გათავისუფლდება შიშებისგან.
ტყუპი - გაანალიზეთ ის საკითხები, რაც ცოტა ხნის წინ თქვენს ცხოვრებაში მოხდა. გაანალიზეთ შეცდომები და გამარჯვებები. შეცდომებზე ბევრს ისწავლით.
კირჩხიბი - მნიშვნელოვანი საქმეების შესრულების დღეა. დააკვირდით დეტალებს, რათა არაფერი გამოგეპაროთ. ზოგიერთს რომანტიკული თავგადასავალი ელის.
ლომი - ბინის რეკონსტრუქციის დრო დადგა. ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ ოთახების შეღებვა, ავეჯის განლაგება. პოზიტიურად შეხედეთ სამყაროს. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად.
ქალწული - ძლიერი და ფრთხილი უნდა იყოთ. განსაკუთრებით, როცა საქმე ფინანსების ხარჯვას ეხება. გარშემო მყოფები მიხვდებიან, რომ სერიოზული ადამიანი ხართ და პატივი უნდა გცენ.
სასწორი - გააუმჯობესეთ ურთიერთობა ახალ პარტნიორებთან. მარტოხელებს რომანტიკული -0:10ნაცნობობა გელით. კარგი დღეა სწავლის დასაწყებად, ონლაინკურსებზე დასასწრებად.
მორიელი - აქტიურად უნდა მოაგვაროთ მნიშვნელოვანი საკითხები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას. დიპლომატიურად დაელაპარეკეთ იმ ადამიანს, ვისიც გეშინიათ.
მშვილდოსანი - გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ადამიანთან, რომელთანაც ადრე სულ ჩხუბობდით. გამონახეთ დრო მეგობრებთან შესახვედრად.
თხის რქა - გადახედეთ საქმეებს, ბიუჯეტს. ყველაფერი ისე რთულად არაა, როგორც თქვენ გგონიათ. ფული ეკონომიურად უნდა ხარჯოთ, მაგრამ გართობას ნუ აუკრძალავთ თქვენს თავს.
მერწყული - დღეს თავს ბედის ნებიერად იგრძნობთ. საქმეები თქვენ სასარგებლოდ მოგვარდება. გარშემო მყოფებს ახალი იდეები მიაწოდეთ. იყავით მადლიერი იმ ადამიანების, ვინც გეხმარებიან.
თევზები - იყავით აქტიური მუშაობის და გამონათქვამების დროსაც. თამამად გამოხატეთ თქვენი იდეები და გრძნობები. შეგიძლიათ იხუმროთ კიდეც. გარშემო მყოფებს ამით მხოლოდ ასიამოვნებთ.
კომენტარები