საზოგადოება
ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ვადაგასული სურსათი - კვების 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა
2019-09-17 17:28:44
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც მეწარმეები დაჯარიმდნენ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.
კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა 13 ობიექტში, რომელთაც, საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.
გააქტიურებული კონტროლისა და სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სახელმწიფო კონტროლს და დარღვევების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.
კომენტარები