0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

NDI: უმრავლესობა მნიშვნელოვნად მიიჩნევს შშმ პირებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვას

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევისას კითხვები უმცირესობების უფლებებთან დაკავშირებითაც დაისვა. გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჯამში გამოკითხულთა 92 პროცენტი მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირთა უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი (58 პროცენტი) და მნიშვნელოვანია (34 პროცენტი). ნეიტრალურ დამოკიდებულებას 5 პროცენტი აფიქსირებს.

ასევე, ჯამში გამოკითხულთა 72 პროცენტი მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი (16 პროცენტი) და მნიშვნელოვანია (56 პროცენტი) ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, ნეიტრალური – 16 პროცენტი.

გარდა ამისა, ჯამში გამოკითხულთა 71 პროცენტი აფიქსირებს, რომ რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი (17 პროცენტი) და მნიშვნელოვანია (54 პროცენტი). ნეიტრალური – 16 პროცენტი.

ამ მხრივ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს სექსუალური უმცირესობების (LGBT) უფლებების დაცვას. სექსუალური უმცირესობების (LGBT) უფლებების დაცვას ჯამში ძალიან მნიშვნელოვნად და მნიშვნელოვნად მიიჩნევს 27 პროცენტი (აქედან 5 პროცენტი ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ხოლო 22 პროცენტი  – მნიშვნელოვანი). ასევე, ჯამში 44 პროცენტი უთითებს, რომ სექსუალური უმცირესობების (LGBT) უფლებების დაცვა უმნიშვნელოა. (19 პროცენტი – უმნიშვნელო, 25 პროცენტი სრულიად უმნიშვნელო). ამ საკითხისადმი ნეიტრალური დამოკიდებულება გამოკითხულთა 20 პროცენტს აქვს.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,131 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

ცდომილება შეადგენს +/- 2-3 პროცენტს.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...