საზოგადოება
17 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-09-16 22:54:45
ვერძი - რუტინული საქმეები დილითვე მოაგვარეთ, რომ თავისუფალი დრო მხიარულად გაატაროთ. უფროსთან განიხილეთ ახალი იდეები.
კურო - დილა ვარჯიშით დაიწყეთ, ენერგიით დაიმუხტეთ. უამრავი დეტალი და ნიუანსი მიიქცევს თქვენს ყურადღებას.
ტყუპი - კარგი დღეა ინტელექტუალური საქმეების შესასრულებლად. საღამოს ჟურნალ-გაზეთების წაკითხვა, თვალსაწიერის გაფართოება მოგინდებათ.
კირჩხიბი - დღეს უნდა დაასრულოთ ის საქმეები (სცადოთ მაინც), რომლებიც გვერდზე გქონდათ გადადებული. ნუ ჭოჭმანობთ, ყველაფერი გამოგივათ.
ლომი - ახალი ნაცნობობა სწრაფად განვითარდება და კარგ შედეგსაც მოგიტანთ. კარგი დღეა ყიდვა-გაყიდვისთვისაც.
ქალწული - იყავით მაქსიმალურად თავშეკავებული. კრიტიკა კომპლიმენტებით ჩაანაცვლეთ. შეიძლება გაგიჭირდეთ მეგობრების გაგება.
სასწორი - დაისახეთ მიზანი - რთულიც - და გააქტიურდით. კარგი დღეა როგორც ახალი საქმეების დასაწყებად, ასევე ძველების დასასრულებლად.
მორიელი - დღეს უსაქმოდ ვერ გაჩერდებით. ვალდებულებები მოგემატებათ სამსახურშიც და სახლშიც. იყავით დაკვირვებული.
მშვილდოსანი - ცხოვრებას შავ-თეთრად ნუ უყურებთ. შეიძლება დახმარება ისეთმა ადამიანმა გაგიწიოთ, ვინც ცუდი გეგონათ.
თხის რქა - ხანდახან განსხვავებულად უნდა მოიქცეთ, არასტანდარულად იმოქმედოთ. ასეთი ქმედება ფანტასტიკურ შედეგს მოგიტანთ.
მერწყული - დასვენებასა და გართობაზე ნუ ფიქრობთ. ახალი იდეებიც უნდა განახორციელოთ და დაწყებული საქმეებიც დაასრულოთ.
თევზები - გარშემო მყოფები დახმარებაზე უარს არ გეტყვიან. კეთილი ადამიანის წყალობით სასიამოვო და მხიარული დღე გელით.
კომენტარები