0 2 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ცნობილი ხდება ბუნებრივი აირით დაღუპული დედა-შვილის ვინაობა

ზესტაფონში, ბუნებრივი აირით დაღუპული ქალი, მირანდა სხილაძეა. ახალგაზრდა ქალი ბინაში ერთი თვის წინ გადავიდა. მას ორი შვილი ჰყავდა. 4 წლის ლილე და 2 წლის დამიანე. 

გარდაცვლილი ქალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემიდან იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ადგილზე პოლიცია და „სოკარ გაზის“ წარმომადგენლები იმყოფებიან. მათი თქმით,  ბინაში არსებული გამათბობლის შემოწმება ჯერ არ მომხდარა და ოფიციალურ კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გააკეთებენ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები