0 4 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თბილისში მამაკაცი 10 წლის ბავშვთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

მამაკაცი, რომელიც ყოფილ მეუღლეს შვილებზე ძალადობაში ადანაშაულებდა, სამართალდამცავებმა გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. მას სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

 საქმე ეხება პაატა თაბუკაშვილის მიერ გარყვნილი ქმედების ჩადენას 10 წლის ბავშვთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პაატა თაბუკაშვილი ბათუმის პორტში, იმ დროს დააკავეს, როცა ის საქართველოს დატოვებას ცდილობდა.

თავად პაატა თაბუკაშვილის ყოფილი მეუღლის, ნათია სამხარაძის განცხადებით კი, ყოფილი ქმრის გარყვნილი ქმედების ბრალდებით დაკავება მისთვის მოულოდნელია. მისივე თქმით, თაბუკაშვილს ივნისში სასამართლომ 6 თვით შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.

შეგახსენებთ, თაბუკაშვილი თვეების განმავლობაში აცხადებდა, რომ მისი ყოფილი მეუღლე, ნათია სამხარაძე 5 და 9 წლის შვილებზე როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მამაკაცი ამტკიცებდა, რომ სამხარაძე შვილებს ფულის გამოსაძალადაც იყენებდა. თავის მხრივ, ყოფილი ცოლი თაბუკაშვილს ძალადობაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები