მსოფლიო
მეტროსადგურის ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა გარდაიცვალა
2019-09-16 12:46:58
მეტროსადგურ „სამგორში“ ლიანდაგებში ჩავარდნილი ახალგაზრდა მამაკაცი დღეს დილით გარდაიცვალა.
როგორც ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებდნენ, პაციენტი კლინიკაში სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებებით, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ახალგაზრდა მამაკაცს ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ცელებრული შეშუპება, გულ-მკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მენჯის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, სახის ძვლებისა და ქალა-სარქველის მოტეხილობა და ბარძაყის მოტეხილობა აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, გუშინ მეტროსადგურ „სამგორში“ ახალგაზრდა მამაკაცი ლიანდაგებში ჩავარდა. შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
კომენტარები