პოლიტიკა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია
2019-09-12 16:31:42
აშშ რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მორგან ორტაგუსმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე განაცხადა.
„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის უკანონო ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების საფუძველზე ნაკისრი ვალდებულებები. უკანასკნელ ათწლეულში საკუთარი არალეგალური, ბოროტი ქმედებით რუსეთმა რეგიონში მშვიდობას და სტაბილურობას ძირი გამოუთხარა“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მიკრობლოგის პირად გვერდზე.
კომენტარები