საზოგადოება
12 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
2019-09-11 23:30:16
ვერძი - უფროსმა შეიძლება მნიშვნელოვანი პროექტი ჩაგაბაროთ. ხარისხიანად შეასრულეთ დავალება. საღამოს და თავისუფალ დროს აკეთეთ ის, რაც მოგწონთ და სიამოვნებას განიჭებთ.
კურო - უფროს კოლეგებთან და მეგობრებთან კონტაქტი სასურველ შედეგს გამოიღებს. ყველა ინსტრუმენტი გაქვთ ხელში, რომ საქმეებს საუკეთესოდ გაართვათ თავი.
ტყუპი - სერიოზული საქმეების მოგვარებაც კი საჭიროებს ღიმილსა და იუმორის გამოვლენას. კარგი დღეა თვალსაწიერის გასაფართოებლად. ახალი აღმოჩენებისთვის.
კირჩხიბი - დღეს განმარტოება და საკუთარ ფიქრებში ჩაძირვა მოგინდებათ. სასურველია, იმ წარმატებებზეც დაფიქრდეთ, რისი მიღწევაც გსურთ და ისიც გაანალიზეთ, რამ შეიძლება მიგიყვანოთ გამარჯვებისკენ.
ლომი - კეთილშობილი და ნაყოფიერი დღე გელოდებათ. ვერავინ შეგიშლით ხელს სასურველის მიღწევაში. მეტი დრო დაუთმეთ ფინანსური საქმეების მოგვარებას. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.
ქალწული - მოსაწყენად არ გეცლებათ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი. საღამოს კი მეგობრებთან ერთად უნდა იმხიარულოთ. მოდუნდით და დატკბით -0:06ცხოვრებით.
სასწორი - ნურავის გაეჯიბრებით. აკეთეთ ის საქმე, რაც კარგად გამოგდით და გსიამოვნებთ. უმჯობესია, კონკურენტს გაერთიანება შესთავაზოთ, რომ ერთად განახორიელოთ იდეები.
მორიელი - მაქსიმალურად მომთმენი უნდა იყოთ, როგორც ბავშვების, ასევე უფროსების მიმართ. მშვიდად აუხსენით გარშემო მყოფებს თქვენი მოთხოვნები. საღამო მეგობრულ, მხიარულ გარემოში გაატარეთ.
მშვილდოსანი - რაც უფრო ადრე შეუდგებით საქმეების მოგვარებას მით უკეთესია თქვენთვის. საღამოს გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მხიარულებაში აგიყოლიებთ.
თხის რქა - მოიხსენით ვარდისფერი სათვალე და მოვლენებსა და ადამიანებს რეალურად შეხედეთ. მეტი დრო დაუთმეთ სურვილების განხორციელებას. დაფიქრდით, როგორ უნდა მიაღწიოთ სასურველს მარტივი გზებით.
მერწყული - დღეს ზეაქტიური ხართ. უამრავი საქმე გექნებათ მოსაგვარებელი და ახალგაცნობილებთან გელით აქტიური კონტაქტი. ძალიან დაგაინტერესებთ ჭორები და მოარული ხმები.
თევზები - თუ კონკრეტულ ადამიანთან კონტაქტი გძაბავთ, ეცადეთ, დისტანცია დაიჭიროთ. თუ ვინმე დახმარებას გთხოვთ, ჯერ დაფიქრდით, რას შედეგს მოგიტანთ ეს თავგანწირვა თქვენ.
კომენტარები