პოლიტიკა
პირველი პრემიერი, რომელსაც ფეისბუქზე ოფიციალური გვერდი არ აქვს
2019-09-11 11:20:46
გიორგი გახარიას ფეისბუქზე ოფიციალური გვერდი არ აქვს.
ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილისა და მამუკა ბახტაძის შემდეგ გიორგი გახარია პირველი პრემიერია “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში, რომელიც ფეისბუქზე წარმოდგენილი არ არის.
“საქართველოს მთავრობის ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ავრცელებს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური”, – ასე უპასუხე ნეტგაზეთის კითხვას, აპირებს თუ არა გიორგი გახარია ფეისბუკ-გვერდის შექმნას.
კომენტარები