მსოფლიო
მართლაც საცოდაობაა, ინაშვილი გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს – მეთიუ ბრაიზა
2019-09-10 17:56:07
მართლაც საცოდაობაა. ეს პიროვნება (ირმა ინაშვილი) გვიჩვენებს რუსეთის გეგმის ყველაზე უარეს მხარეს და ცხად ნიშნებს. ეს გეგმაა ჩაშლა – ჩაშალო პოლიტიკა, ჩვენი კონფერენცია, გაანადგურო საქართველო – აქ შემოჭრით და ოკუპაციით, გაანადგურო უკრაინა – შეჭრით და ოკუპაციით, რათა რუსეთმა მოიპოვოს კონტროლი და არ დაკარგოს ეს ქვეყნები NATO-სთან. ეს იმდენად ცხადია, სასაცილოა – ამის შესახებ ამერიკელმა დიპლომატმა, მეთიუ ბრაიზამ განაცხადა თუ როგორ აფასებს ინაშვილის დღევანდელ საქციელს.
ცნობისთვის, პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერი თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე მიწვევის გარეშე მივიდა და ღონისძიების ჩაშლა სცადა.
კომენტარები