პოლიტიკა
“პაატა სალია ამას განცხადებაში ჩემზე წერთ?ამ პოსტს გაგრძელება ექნება, დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს…”
2019-09-10 14:52:05
ნოდარ მელაძე “რუსთავი2”-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
საუბარია რუსთავი2-ის გვერდის მიერ “მთავარი არხის” შესახებ პოსტების გაზიარებაზე.
“ტყუილია 1 – რუსთავი 2 ვებზე მომუშავე ყველა ყოფილი და მოქმედი თანამშრომელი, არის ამ დრომდე ამ გვერდის რედაქტორი, შედით და ნახეთ სეთინგებში რა ლაივი გავუშვი პირადად მე – პასუხი არც ერთი.
ტყუილია 2 – ამ დრომდე, არ მიმიღია არც ერთი ოფიციალური შეტყობინება, ვის, როდის და რა ფორმით უნდა გადავაბარო ეს გვერდი. არ მომსვლია არც სმს, არც წერილი , არც მეილი. შედგა მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია, ისიც ზოგადი შინაარსის ეიჩართან და პასუხიც მიიღო.
“უპასუხისმგებლობა” – Paata Salia ამას განცხადებაში ჩემზე წერთ? ეს ტექსტი ალბათ თქვენი დაწერილი არ არის. უპასუხისმგებლობაზე და დანარჩენ ბევრზე შემიძლია უფრო მეტი გელაპარაკოთ. ამ პოსტს გავარგძელება ექნება ახლა არ მცალია. დაიწყეთ? ახლა მეც ვისაუბრებ ბევრს….” – წერს ნოდარ მელაძე.
“უკვე რამდენიმე დღეა რუსთავი 2-ის გვერდზე სისტემატურად ჩნდება პოსტები, რომელსაც სამაუწყებლო კომპანიის ასიათასობით მომხმარებლი შეცდომაში შეყავს. რუსთავი2-ს სურს შეატყობინოს საზოგადოებას, რომ მიუხედავად არაერთი კანონიერი მოთხოვნისა არხი ამ დრომდე ვერ ახერხებს საინფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსისგან დაიბრუნოს ადმინისტრატორის უფლებები. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი, პაატა სალია აცხადებს, რომ აღნიშნულის შესახებ უკვე ეცნობა სოციალური ქსელის ადმინისტრაციას და დაწყებულია შესაბამისი პროცედურები. სალიას თქმით, თავად ყოფილი საინფორმაციოს სამსახურის ყოფილი უფროსის ქმედებები არის უპასუხისმგებლო და შესაძლოა შეიცავდეს კიბერდანაშულის ნიშნებს” – აღნიშნულია რ2-ის განცხადებაში.
კომენტარები