პოლიტიკა
პირველად ალბათ მსოფლიოში, სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია! ეს ნიშნავს, რომ გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო!
2019-09-10 14:25:08
მიხეილ სააკაშვილი ვრცელი სტატუსით გამოეხმაურა "მთავარი არხის" ეთერში გასვლას :
გუშინდელი დღე არის ნათელი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის მცდელობა, ხალხს ხელები ჩამოაშვებინოს და დაარწმუნოს, რომ ის არის ყოვლის შემძლე მახრჩობელა გველი, რომელიც აუცილებლად ბოლომდე შეუსრულებს ყველას, არის სრული ბლეფი!
პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა პრეცედენტი, რომ ოლიგარქის და ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ტელევიზიის დახურვის შემდეგ, პრაქტიკულად მთელი კოლექტივი წამოვიდა იმ ტელევიზიიდან და პირველად ალბათ მსოფლიოში სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია!
ეს ყველაფერი მოხდა ივანიშვილის შანტაჟის, წნეხის და ყველანაირი პროვოკაციების მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო! ის რომ მან ვერ მოახერხა "მთავარის" ტელევიზიის დაბლოკვა, ის რომ ვერ მოახერხა ახალი ლიდერთა ინიციატივაში მრავალი ათასობით ძალიან საინტერესო ახალგაზრდას მისვლა და გაწევრიანება. ის რომ ვერ მოახერხა რუსების დახმარებით ოპოზიციის დისკრედიტირება და გამოკითხვებში ის ახლა აგებს ოპოზიციასთან.
ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გარდაუვალი გამარჯვება ძალიან ახლოს არის! ყოჩაღ "მთავარი არხი" მადლობა ნიკა გვარამიას, ზაზა ოქუაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ყველას ვისაც სჯერა და ვინც იბრძვის და ყველა დანარჩენმა უნდა შეწყვიტოს ჩივილი. ეხლა ჩივილის და ხელების ჩამოშვების დრო კი არ არი, ეხლა არის ორგანიზების და ივანიშვილის რეჟიმის დამთავრების დრო!
ყველაფერი გამოგვივა საქართველოში უნდა გათენდეს!
კომენტარები