პოლიტიკა
98 ხმა, არც ერთის წინააღმდეგ - პარლამენტმა გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა
2019-09-08 23:30:12
პარლამენტმა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მთავრობას ნდობა გამოუცხადა.
98 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ნდობა გამოუცხადა.
საკანონმდებლო ორგანოს ნდობა მოიპოვა ასევე 2019-2020 წლების სამთავრობო პროგრამამ.
მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში ორი ახალი მინისტრია. შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ვახტანგ გომელაურმა დაიკავა, ხოლო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდა.
კომენტარები