0 4 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნიკა გვარამიას გარდა პროკურატურამ ბრალი კახა დამენიას და ზურაბ იაშვილსაც წაუყენა

 ნიკა გვარამიას გარდა, გენერალურმა პროკურატურამ ბრალი „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს ზურაბ იაშვილს წაუყენა.

 დამენიას გამოძიება სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების დიდი ოდენობით მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვაში ედება, რაც ჩადენილი იქნა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში

რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორს, მას ბრალი ედება კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადებასა და გამოყენებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები