0 4 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

5 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი - ის, რაც თქვენ გარშემო ხდება მხიარულებისა და გართობის შესაძლებლობას მოგცემთ. რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. მთავარია, რჩევა გამოცდილ ადამიანებს ჰკითხოთ. 


კურო - ადამიანი მრავალმხრივია და თუ ვინმეს კონკრეტული ქცევა ნერვებს გიშლით, მის სხვა თვისებებზე გაამახვილეთ ყურადღება. შეიძლება სწორედ ამ ადამიანის დახმარებით შეძლოთ სასურველის მიღწევა. ასე, რომ ნუ გაიფუჭებთ მასთან დამოკიდებულებას. 

ტყუპი - კოლეგებისა და მეგობრების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. გააუმჯობესეთ მათთან ურთიერთობა და დახმარებაც სთხოვეთ. ზოგიერთი ძველი კამათის აღმოფხვრასაც კი შეძლებს. 

კირჩხიბი - მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნო მოვლენებით აღსავსე დღე გელით, ზარმაცობა არ გეპატიებათ და არც ფულის ფლანგვა. დღეს და უახლოს მომავალში მხოლოდ აუცილებელი ნივთები შეიძინეთ. 

ლომი - ახალი და საინტერესო შესაძლებლობების დღეა. ჩამოყალიბდით იმ ძირითად საქმეებზე, რომლებიც უნდა განახორციელოთ. კარგი დღეა მეგობრებთან შესახვედრად. შეგიძლიათ ოჯახური წვეულებაც კი მოაწყოთ. 

ქალწული - გეგმების განხორციელებაში შეიძლება ბოლო მომენტში ვიღაცამ შეგიშალოთ ხელი. არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში. გულწრფელად, მაგრამ თავშეკავებულად ილაპარაკეთ იმ თემაზე, რაც გაწუხებთ. 

სასწორი - ადამიანი, რომელთანაც აზრთა სხვადასხვაობის გამო ხშირად კამათობდით, -0:12დღეს სამყაროს თქვენი თვალით შეხედავს. გაერთიანებულებმა კი შეიძლება საერთო საქმეებიც კი დაიწყოთ. 

მორიელი - თუ გგონიათ, რომ არავინ გაფასებთ და თქვენი შრომა მეტ შექებას იმსახურებს, თამამად გამოთქვით პრეტენზია. მოითხოვეთ დაწინაურება. შეახსენეთ გარშემო მყოფებს ის მშვენიერი იდეები, რომელთა განხორციელებითაც მათ წარმატებას მიაღწიეს. 

მშვილდოსანი - ნუ გაბრაზდებით, თუ თქვენს იდეებს არ აიტაცებენ და არც ახალი საქმეების შესრულებაში დაგეხმარებათ ვინმე. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და თუ ხვდებთ, რომ მარტოს გაგიჭირდებათ, სასურველ დროს დაელოდეთ. 

თხის რქა - მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. მაგრამ საქმეებისგან პერიოდულად დაისვენთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ. იყავით მეტად გაწონასწორებული. 

მერწყული - უამრავი იდეა გაქვთ განსახორციელებელი და უამრავი საქმე მოსაგვარებელი, მაგრამ აკეთეთ ის საქმე, რომელიც კარგად იცით. არ გასცეთ დაპირებები. 

თევზები - ჯანსაღი ამბიციებით აღიჭურვეთ და იბრძოლეთ სასურველის მისაღებად. დღეს ბევრ ადამიანს მოუნდება თქვენთან კონტაქტი. თუმცა, ეცადეთ, პრიორიტეტი ოჯახსა და მეგობრებს მიანჭოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები