0 6 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოპოზიციის ლიდერებს და აქტივისტებს პარლამენტში ჩუგოშვილის გადაწყვეტილებით არ უშვებენ

ოპოზიციის ლიდერებს და აქტივისტებს პარლამენტში ჩუგოშვილის გადაწყვეტილებით არ უშვებენ. საქართველოს პარლამენტთან „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოსა“ და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრები აქციას მართავენ. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, მათ სურდათ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებზე დასწრება, თუმცა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლებმა არ შეუშვეს.

საქართველოს პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში მოუსმენენ. დეპუტატების წინაშე პირველად საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი წარდგა, რომელსაც დეპუტატები სამი კომიტეტის – საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციისა და დიასპორის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენენ.

კომიტეტების სხდომა გაიმართება 5 სექტემბერსაც, სადაც კანონმდებლები ძალოვანი და ასევე ეკონომიკის დარგის მინისტრობის კანდიდატებს მოუსმენენ. ბიუროს მიერ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, მთავრობის განახლებულ შემადგებლობას 6-7 სექტემბერს ფრაქციების ფორმატში მოუსმენენ, 8 სექტემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის „ქართულ ოცნებას“ 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები