0 4 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვატო წერეთელი: მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა

ტვ პირველი მარეგულირებელმა კომისიამ 23 ათასი ლარით დააჯარიმა - ამის შესახებ განცხადება ვატო წერეთელმა გააკეთა.

"ჯერ იყო კიბერშეტევით ტვ პირველის ეთერიდან გაქრობის საფრთხე, რაზეც გამოძიების პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. ახლა, მარეგულირებელმა 23 ათასით დაგვაჯარიმა ეთერში გაშვებული ლიცენზირებული ფილმების გამო. ეს ფილმები ტელევიზიამ ოფიციალური კონტრაქტით შეისყიდა, მაგრამ მარეგულირებელმა მაინც დაგვაკისრა ჯარიმა. ტელევიზიას, რომელიც მხოლოდ საკუთარი შემოსავლებით არსებობს და ბიუჯეტთანაც პირნათელია, ამგვარი ფაქტები სერიოზულ ზიანს აყენებს. არის თუ არა ეს შემთხვევითი იმ ფონზე, რაც ამ ტელევიზიის გარშემო ბოლო პერიოდში ვითარდება, თავად განსაჯეთ! ეს ტელევიზია მაინც არ გაითიშება!"- განაცხადა ტვ პირველის მფლობელმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები