საზოგადოება
გორში 5 წლის ბავშვს ეძებენ
2019-09-02 00:06:13
ს სამინისტროს გორის შს სამმართველოს თანამშრომლები 5-წლის ბავშვს ეძებენ. ბიჭის დაკარგვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში დაახლოებით 17 საათზე შევიდა.
პრეს-სამსახურის ცნობით, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. შემთხვევა ციხისუბანში, იერუსალიმის ქუჩაზე მოხდა.
წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი მაღაზიაში დედასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც ბავშვმა მაღაზია დატოვა, შემდეგ კი, მას ვეღარ მიაგნეს.
ერთ-ერთი ვერსიით, ადგილობრივებმა დაინახეს როგორ ჩაჯდა 5 წლის ბავშვი შავი ფერის მანქანაში.
კომენტარები