0 6 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამინისტრო:დევნილებს, რომლებიც შენობებში შეიჭრებიან, სახელმწიფო შემწეობები შეუწყდებათ

დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ ოკუპირებული ტერიტოროებიდანდევნილთა მიერ შენობებში შეჭრის ფაქტებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. გიორგაძე აცხადებს, რომ დევნილები, ვინც შენობებში შეიჭრებიან სახელმწიფოსგან უძრავი ქონებით დაკმაყოფილების უფლებას და დევნილობის შემწეობას დაკარგავენ. გიორგაძის თქმით, შესაბამის ზომებს ჯანდაცვის მინისტრის ნომერ 320-ე ბრძანება ითვალისწინებს. 

"იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კარგად იციან N320 ბრძანებაში არსებული ჩანაწერი, რომლითაც, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ღონისძიებები არ განხორციელდება იმ დევნილი ოჯახების მიმართ, რომლებიც თვითნებურად იკავებენ საცხოვრებელ ფართებს.

დევნილებს, რომლებიც თვითნებურად, უკანონოდ იჭრებიან სხვის კერძო საკუთრებაში, ვაფრთხილებთ, რომ მოხდება მათთვის დევნილის შემწეობის შეწყვეტა და უარს მიიღებენ ბინით დაკმაყოფილებაზე. მინდა, კიდევ ერთხელ მოგმართოთ დევნილ მოსახლეობას, ნუ აჰყვებით პროვოკაციულ მოწოდებებს ამა თუ იმ ობიექტში შეჭრასთან დაკავშირებით, რადგან ყოველ ასეთ შემთხვევას, მოჰყვება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება.

ნუ ენდობით მათაც, ვინც გარკვეული საფასურის გადახდით, გპირდებათ ბინის მიღებაში დახმარებას. გირჩევთ, ასეთი შეთავაზების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართოთ სამართალდამცავებს. მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ასეთი ქმედებისგან და დაელოდოთ კომისიის გადაწყვეტილებას, რომელიც მუშაობას სექტემბრის დასაწყისში დაიწყებს. ჩვენი მხრიდან გპირდებით, რომ ბინების განაწილების პროცესი წარიმართება სრულიად გამჭვირვალედ და სამართლიანად.”- განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები