0 4 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

"ჩინოვნიკებო, შუაშისტებო, მედროვეებო..თუ ახლა ხმას არ ამოიღებთ იმ მარაზმზე, რაც ირგვლივ ხდება, როგორც კი მუხლებიდან წამოდგომას შეეცდებით, თქვენც მოგადგებათ ეს ბოროტი ოლიგარქი "

"ჩინოვნიკებო..  შუაშისტებო.. მედროვეებო..თუ ახლა ხმას არ ამოიღებთ იმ მარაზმზე, რაც ირგვლივ ხდება,  როგორც კი მუხლებიდან წამოდგომას შეეცდებით, თქვენც მოგადგებათ ეს ბოროტი ოლიგარქი "- ამის შესახებ  ინტერნეტ ტელევიზია აიტივი.ჯის ხელმძღვანელი, გიორგი კაპანაძე სოციალურ ქსელში წერს:

"რუსთავი 2-ის ოკუპაციით გახარებული ბრიყვებო;

ტვ პირველზე შეტევით აღფრთოვანებულო კომფორმისტებო;

ხაზარაძის, ჯაფარიძისა და წერეთლის წინააღმდეგ დაწყებული დევნით შეშინებულო და ბუჩქებში ჩამალულო ბიზნესმენებო;

დადუმებულო ჩინოვნიკებო;

მოღლიცინე შუაშისტებო;

რეჟიმით მოსარგებლე მედროვეებო;

ფინანსური კეთილდღეობით ყურებდახშობილო "არავისტებო";

"პოლიტიკაში არ ვერევი" მიამიტებო;

გამპრავებელო "მაგრამისტებო";

"მაინც ვერ მოვერევით" პესიმისტებო;

"ინწელიგენტებო";

შემგუებლებო;

პეპლებსა და ყვავილებზე მოსაუბრე სნობებო; 

სამთავრობო სტრუქტურებში მომუშავეებო...

ნაცისტურ გერმანიაში მცხოვრებმა პასტორმა წლების წინ დაწერა:

"როცა ნაცისტები კომუნისტებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კომუნისტი არ ვყოფილვარ. 

როცა ებრაელებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან ებრაელი არ ვიყავი. 
როცა პროფკავშირებს მიადგნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან პროფკავშირის წევრი არ ვიყავი, 

როცა კათოლიკეებზე გადავიდნენ, ხმა არ ამომიღია, რადგან კათოლიკე არ ვიყავი. 
შემდეგ მე მომადგნენ, მაგრამ ხმის ამომღები აღარავინ დარჩენილიყო"...

P.S: ხოდა, თუ ახლა ხმას არ ამოიღებთ იმ მარაზმზე, რაც ირგვლივ ხდება, როგორც კი მუხლებიდან წამოდგომას შეეცდებით, თქვენც მოგადგებათ ეს ბოროტი ოლიგარქი - ტკბობაში გადავარდნილ და რეჟიმით კმაყოფილ ობერ ქოცებსაც კი, მაგრამ მერე უკვე გვიანი იქნება, ძალიან გვიანი..."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...