0 4 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„რუსთავი2-ის საქმით ხარობენ და ვერ გაიხარებენ „ტვ პირველის" წაღებით"

„რუსთავი2-ის საქმით ხარობენ და ვერ გაიხარებენ „ტვ პირველის" წაღებით",- ამის შესახებ ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ავთანდილ წერეთლის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ თავიდანვე დავუკავშირეთ ეს საქმე ტელევიზიას და დღესაც იმავეს ვამბობ. „ტვ პირველის" დამფუძნებლის მამას, 11 წლის საქმეზე ედავო და აქ მოიყვანო, ისეთ საქმეზე, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავს, ეს ხომ პოლიტიკურია.

ამ ბოლო დროს ქართული ოცნებისთვის მოდური გახდა სიტყვები - ჩვენ მოვიგებთ ომს მშვიდობითო და დიახ, ჩვენ მართლა მოვიგებთ ომს მშვიდობით. თუ ვინმე მოიგებს ომს, ეს ჩვენ ვიქნებით. გაძლევთ ამის გარანტიას, ტელევიზიას არავის არ დავუთმობთ. „რუსთავი2"-ის საქმით ხარობენ და ვერ გაიხარებენ „ტვ პირველის" წაღებით", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები