0 4 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"თუ ბაკურიანში მსოფლიოსა და სხვა საერთაშორისო პირველობების გამართვა გვინდა, ონკანებში ასეთი შავი წყალი არ უნდა მოდიოდეს"

 ფოტო-ჟურნალისტი, გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში დაბინძურებული წყლის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ბაკურიანშია გადაღებული.
 ჩანადირი მთავრობას მიმართავს, რათა  დროულად მიაქციონ კურორტს ყურადღება

"თუ ბაკურიანში მსოფლიოსა და სხვა საერთაშორისო პირველობების გამართვა ან ოლიმპიადის ჩატარება გვინდა, ონკანებში ასეთი შავი წყალი არ უნდა მოდიოდეს. სინამდვილეში წყალი კიდევ უფრო შავია.

რაც მთავარია, ბაკურიანი თვითნებურად და არასწორად ვითარდება. განაშენიანებამ მახინჯი ფორმები მიიღო. მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ არქიტექტორებს არასდროს უმუშავიათ. ხალხი იმასაც ამბობს, რომ მშენებლობის გასაფართოებლად ხეებს რაღაც სითხით ხელოვნურად ახმობენ.

მსოფლიოს ზამთრის კურორტები რომ ნახოთ, ყველას აქვს საკუთარი სახე და ფორმა. ამ ბაკურიანს კი საშველი ვერ დავაყენეთ."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები