საზოგადოება
27 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
2019-08-26 23:48:33
ვერძი - დროში უამრავ ინფორმაცია გექნებათ მოსაძიებელ-გასამუშავებელ-გამოსაყენებელი. იყავით გულწრფელი ადამიანების მიმართ. აგრეთვე, ილაპარაკეთ და დაწერეთ მხოლოდ ის, რაც ზუსტად იცით.
კურო - დილა ვარჯიშით დაიწყეთ, ეს ენერგიას შეგმატებთ. გაფრთხილდით, იმპულსებს აყოლილმა შეცდომები არ დაუშვათ. საყიდლებისთვის ვალებს ნუ აიღებთ.
ტყუპი - უამრავი საქმე გექნებათ შესასრულებელი. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული. დააფასეთ ის ადამიანები, რომლებიც თქვენ გაფასებენ. საღამოს პასიურად დაისვენეთ.
კირჩხიბი - დღეს ადამიანებს სულ სხვა კუთხით დაინახავთ. უბრალო ადამიანშიც კი შეიძლება უნიკალური თვისებები აღმოაჩინოთ.
ლომი - ნაყოფიერი და საინტერესო დღე გელით, მაგრამ რთულიც. იმ პრობლემებში უნდა გაერკვიოთ, რომლებსაც ბოლო დროს თავს არიდებდით. მოსალოდნელია ბრძოლა ძლიერ კონკურენტთანაც.
ქალწული - გულითადი საუბრები ახლობელ, ერთგულ ადამიანთან შინაგან დაძაბულობას მოგიხსნით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, წაიყვანეთ საყვარელი ადამიანიც.
სასწორი - დილით შეიძლება იდეალური იდეები დაგებადოთ. გააცანით ისინი კოლეგებს. -0:14მეტად დააკვირდით ადამიანებს და მათზე წინასწარ წარმოდგენას ნუ შეიქმნით.
მორიელი - დაუფიქრებლად ნურც ნაბიჯს გადადგამთ და ნურც იტყვით რამეს. ამან შეიძლება უხერხულ სიტუაციაში ჩაგაგდოთ. არავის ენდოთ გადაუმომწებლად.
მშვილდოსანი - არავის საქმეებში არ ჩაერიოთ. უფრო მეტიც, დააკვირით მოვლენებს, რომლებიც თქვენ გარშემო ვითარდება. მხოლოდ დააკვირდით! საღამოს ცვლილებებისთვის მოემზადეთ.
თხის რქა - დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. თუ ხასიათის საუკეთესო თვისებებს გამოავლენთ, დღეს მეგობრები უფრო მეტად დაგაფასებენ. იყავით ღიმილიანი, კონკურენტებთან ურთიერთობის დროსაც კი.
მერწყული - ახლობლები კომფორტულ გარემოს შეგიქმნიან. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საინტერესო ადგილების მოსანახულებლად. დღეს რომანტიკული ელფერი უნდა ჰქონდეს.
თევზები - თქვენი დახმარების გარეშე ვერავინ შეასრულებს საქმეებს. ახალი იდეები კოლეგებთან ერთად განხილეთ. ეცადეთ, კორექტულად გამოთქვათ თქვენი პრეტენზიები.
კომენტარები