0 6 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

კახა კალაძე - ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა 15 სექტემბრისთვის აღდგება

ჩამოტვირთვა

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ავტომობილით გადაადგილება 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი მთლიანად დასრულებულია.

„მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციები, ეს არის საკანალიზაციო ქსელის მოწყობა, წყლის ახალი მილები, სანიაღვრე სისტემა. დღეიდან იწყება სამუშაოების მეორე ნაწილი. მოეწყობა და მოწესიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა. ძალიან მაგარი პროექტი გამოდის, რადიკალურად განსხვავებული იქნება ჭავჭავაძის გამზირი.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან „პიქსელის“ შენობამდე ავტომობილით გადაადგილება 15 სექტემბრისთვის იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, შუა ნაწილში ეწყობა სპეციალური ინფრასტრუქტურა საზოგადობრივი ტრანსპორტისთვის, გაგრძელდება გამწვანებითი სამუშაოებიც და წლის ბოლომდე დავასრულებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები