0 6 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

15 სახელმწიფო, მათ შორის აშშ, კანადა და ევროპული ქვეყნები აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს

15 სახელმწიფო, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა და ევროპული ქვეყნები აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ჩეხეთი, ესტონეთი, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიეტუვა, პოლონეთი, რუმინეთი, შვედეთი, ნორვეგია და უკრაინა არ აღიარებენ საქართველოს რეგიონის, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ გამართული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და არ აღიარებენ მათ შედეგებს.

ანალოგიურად, 15 ქვეყანა არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, ცხინვალში 2019 წლის 9 ივნისს გამართულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებსა და მის შედეგებს.

„ჩვენ, ვადასტურებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის გაიყვანოს თავისი ჯარები კონფლიქტამდელ პოზიციებზე და რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი დაშავება უზრუნველყოს, ასევე, უკან გაიხმოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება“, – ნათქვამია 15 ქვეყნის ერთობლივ განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები