საზოგადოება
Ryanair-ი ქუთაისიდან და თბილისიდან ავიარეისების შესრულებას იწყებს
2019-08-21 16:19:04
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, დღეს, 21 აგვისტოს, 14.00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში (მე-3 სართ. საკონფერენციო დარბაზი). ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება.
ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს.
პირდაპირი რეისების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარები