0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში კლდე მოჭრა და თავისი ვერტმფრენისთვის დასაფრენ მოედანს აშენებს

ბიძინა ივანიშვილმა აბასთუმანში კლდე მოჭრა. უნიკალური ქართული კურორტის მთაზე ივანიშვილის ვერტმფრენისთვის დასაფრენი მოედანი შენდება.

”კურიერმა” გადაიღო ექსკლუზიური კადრები, სადაც ჩანს, რომ ივანიშვილის მინი აეროდრომი უკვე ექსპლუატაციაშია და იქ ოლიგარქის ვერტმფრენიც დგას. დაცვის თანამშრომელი არ უარყოფს, რომ კლდე მოიჭრა და იქ ბიძინა ივანიშვილის აეროდრომი მოეწყო. 

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ აეროდრომამდე გზა გაჰყავთ. აეროდრომი კი ნამდვილად ბიძინა ივანიშვილისთვის მოეწყო.

"აგერ გზა. ზემოთ კეთდება ვერტმფრენის დასაჯდომი ადგილი ბიძინა ივანიშვილისთვის,"-ამბობს ადგილობრივი. 

ამ დრომდე დახურულია აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებულთა სარეაბილიტაციო ცენტრი. სწორედ ამ შენობის ახლოს მოიჭრა კლდე. ძველის ნაცვლად, ახლა ამ ადგილზე ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო შენდება. ახალი ცენტრი კი ქალაქგარეთ ააშენეს, თუმცა ის ჯერ არ გახსნილა. დირექტორი კი ამბობს, რომ ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ აბასთუმნის ჰაერის მნიშვნელობა მხოლოდ მითია.

"აქ იქნება ფართო სპექტრი სხვადასხვა პათოლოგიური პროცესებით დაავადებულ პირთათვის, რომელთაც ესაჭიროებათ აღდგენითი მკურნალობა, სარეაბილიტაციო პაციენტები ჩამოვლენ.

ეს ძველი სტერეოტიპებია(რომ ჰავა ტუბერკულიოზით დაავადებულთა სამკურნალოდ მნიშვნელოვანია), სამწუხაროდ სტერეოტიპების ნგრევა საკმაოდ ძნელია. თქვენ ამბობთ, რომ სტერეოტიპების ნგრევა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილს მოეწონა ეს ადგილი,"-ამბობს აბასთუმნის ფილტვის დაავადებათა სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორი, რევაზ ჟღენტი. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბიძინა ივანიშვილმა თითქმის ნახევარი აბასთუმანი იყიდა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები