პოლიტიკა
დიმიტრი ქუმსიშვილის ვაჟი სამართალდამცველებმა დააკავეს
2019-08-19 12:03:52
ყოფილი ვიცე-პრემიერის და ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი სცემეს. ინციდენტი რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოხდა, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს კი ქუმსიშვილმა და მისმა მეგობარმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც პოლიციამ ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავა.
„საპატრულო პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, რომ პეტრიაშვილის ქუჩაზე რესტორან ღვინის ქარხანა გალერია-ში მოხდა ჩხუბი. ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ სამართალდამცველები. გაირკვა, რომ 1994 წელს დაბადებულ ვ.ხ-სდა 1996 წელს დაბადებულ ი.ქ-ს კერძო დაცვის თანამშრომლებთან მოუვიდათ შელაპარაკება, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ვ.ხ.-მ და ი.ქ.-მ გაუწიეს წინააღმდეგობა. სამართალდამცველების არაერთი მოწოდების მიუხედავად, არ დაემორჩილნენ მათ კანონიერ მოთხოვნას, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ორივე მათგანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხოლო ჩხუბის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
კომენტარები