მსოფლიო
რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ღობეების აღმართვა განაახლეს
2019-08-19 12:02:40
უგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები კვლავ გამოჩნდნენ. მათ ადგილზე ბოძები და სამშენებლო ტექნიკა მიიტანეს. ბორდერიზაციის პროცესი სავარაუდოდ დღესვე განახლდება.
ოკუპანტებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყო. აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზერუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივების ბაღებში დაამონტაჟეს აბრები და აღმართეს ხელოვნური ბარიერები. საოკუპაციო ზოლს მიღმა მოექცა სამი სახლი და სახნავ-სათესი მიწა.
ადგილობრივებმა, რომელთა სახლებიც რუსმა ჯარისკაცებმა მათ თვალწინ მიიტაცეს, საცხოვრებელი საკუთარი ხელით, აგურ-აგურ დაშალეს და სამშენებლო მასალა გამოიტანეს.
ადგილზე იმყოფებიან ქართველი სამართალდამცველები. გუგუტიანთკარში დღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამოჩენილან.
სოფლის მცხოვრებლები ჰყვებიან, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში რუკებით დადიოდნენ და სწავლობდნენ ტერიტორიას, რომლის ოკუპაციასაც გეგმავდნენ.
კომენტარები